May 19, 2024

აშშ-დან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ვინ დარჩა? უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნაში ეჭვი ეპარება, შეუძლია პირადად მოინახულოს.

 

როგორც მან კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესამოწმებლად თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოიყვანეს ექიმი.

 

„ვინ არიან სხვა ექიმები? ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან. ვინ დარჩა? უსათუოდ რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? ყველა, ვინც საჭირო იყო, ჩამოვიყვანეთ, გასინჯეს, ნახეს. აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები და ყველამ ნახა. აღარ ვიცი, ვინ უნდა გასინჯოს კიდევ. თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს“, - განაცხადა ალასანიამ.

 

მისი აზრით, პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით ინციდენტი პენიტენციურმა სამსახურმა მოაწყო.

 

„აბა ვინ, მე მოვაწყვე? პენიტენციურ სისტემას ყოველთვის ეძლევა მითითება და ისინი იმას ასრულებენ, რასაც მიუთითებენ“, - განაცხადა ალასანიამ.

წაკითხვა 260 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 20 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.