"ხელისუფლება ჯიუტად, ჩინეთთან აპირებს სტრატეგიულ პარტნიორობას, ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ"- დავით უსუფაშვილი

ხელისუფლება ჯიუტად, ჩინეთთან აპირებს სტრატეგიულ პარტნიორობას, ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, რომ საქართველოს მეგობრები არ დაუშვებენ, რომ ჩინეთმა, ინდოეთმა და ა.შ. საქართველოს მიმართ დაიწყონ აღიარების პოლიტიკა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა იმის შესახებ, რომ „რუსეთი ეცდება ჩინეთმა და ინდოეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აღიარონ“.

 

უსუფაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ხელს აწერს დოკუმენტებს, რომ ჩინეთთან ერთად შეეწინააღმდეგება მსოფლიოში ამერიკული და ევროპული სტილის მმართველობის დამკვიდრებას, მაშინ როცა სწორედ მათი დამსახურებაა არაღიარების პოლიტიკის წარმატება.

 

„საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად, სწორედ ჩინეთთან აპირებს სტრატეგიულ პარტნიორობას და ხელს აწერს დოკუმენტებს, რომ ჩინეთთან ერთად შეეწინააღმდეგება მსოფლიოში ამერიკული და ევროპული სტილის მმართველობის დამკვიდრებას, ასეთ ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, რომ საქართველოს მეგობრები სწორედ ევროპა, აშშ და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოები არ დაუშვებენ, რომ ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, ვენესუელამ და ა.შ. დაიწყონ აღიარების პოლიტიკა საქართველოს მიმართ. დღემდე აღიარების პოლიტიკა რომ არის იქ, სადაც არის, ეს არის დემოკრატიული სამყაროს დამსახურება და არა რომელიმე ქართული ხელისუფლების დამსახურება“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

 

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ.

წაკითხვა 302 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.