"ძვირფასო პირველკურსელებო, გულითადად გილოცავთ ყველას, ვინც წარმატებით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველკურსელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განათლებული ახალგაზრდობა - ქვეყნის წინსვლისა და ძლიერების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის აუცილებელი პირობაა. ამიტომ, განათლება მთავრობისთვის, პირადად პრემიერისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი განვითარებაში.

 

“ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, ძვირფასო პირველკურსელებო,

 

გულითადად გილოცავთ ყველას, ვინც წარმატებით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.

 

ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა თქვენი შრომის, სწავლისა და მონდომების დამსახურებული შედეგია. ამავე დროს, ეს არის ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი. მჯერა, რომ ცოდნის დაუფლების, პიროვნული განვითარებისა და პროფესიული სრულყოფის პროცესს საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე დიდი პასუხისმგებლობით წარმართავთ.

 

განათლებული ახალგაზრდობა - ქვეყნის წინსვლისა და ძლიერების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის აუცილებელი პირობაა. ამიტომ, განათლება ჩვენი მთავრობისთვის, პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი განვითარებაში.

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებულ, საინტერესო სტუდენტობის გზას, თქვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

წაკითხვა 648 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.