May 17, 2024

"ფარცხალაძის შემთხვევა არის ამოწურული, მასზე კანონით დადგენილ ყველა ნაწილში იყო რეაგირება"- არჩილ თალაკვაძე

ფარცხალაძის შემთხვევა არის ამოწურული, მასზე კანონით დადგენილ ყველა ნაწილში იყო რეაგირება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ფარცხალაძის საკითხის დღის წესრიგში დატოვებას ემსახურება, რათა მასზე ოპოზიციამ ისაუბროს. რაც შეეხება პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციის კრიტიკას, თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დაბნეულია.

 

„ეს შემთხვევა ამოწურულია, რადგან კანონით განსაზღვრულმა ყველა ინსტიტუტმა, იქნებოდა ეს იუსტიციის სამინისტრო, ეროვნული ბანკი თუ საგამოძიებო სტრუქტურები, იმოქმედეს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად.

 

იყო სპეკულაციები, რომ გამოძიება არ დაიწყებოდა და დაიწყო, იყო სპეკულაცია, რომ მოქალაქეობის შეწყვეტას ხელს უშლიდა ხელისუფლება თუ მმართველი პარტია, ვნახეთ, რომ აქაც იუსტიციის სამინისტრომ მოკლე დროში გააგზავნა დასკვნა. ეს შემთხვევა არის ამოწურული, მასზე კანონით დადგენილ ყველა ნაწილში იყო რეაგირება. რაც შეეხება განცხადებებს და გადაწყვეტილებებს, რომელსაც დამატებით ვიგებთ ფარცხალაძის შესახებ, ემსახურება ერთადერთს, რომ თემა როგორმე დარჩეს დღის წესრიგში და როგორმე რადიკალური ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების დღის წესრიგში შენარჩუნდეს ეს საკითხი, ვინაიდან მათ არ აქვთ სასაუბრო. სწორედ ამას ემსახურება 2 ურთიერთგამომრიცხავი განცხადება, როცა ერთ შემთხვევაში იყო მოთხოვნა შეწყვეტაზე დასკვნის და შემდეგ ვნახეთ, რომ შეცვალა გადაწყვეტილება, აღარ უწყვეტს მოქალაქეობას და დღეს ვნახეთ, რომ 3-თვიანი ტაიმაუტი იქნა აღებული", - განაცხადა თალაკვაძემ.

 

კითხვაზე, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ოპოზიციის ბრალდება, რომ ზურაბიშვილი, შესაძლოა, ივანიშვილის დავალებას ასრულებდეს, თალაკვაძე პასუხობს, ეს რომ ეს სპეკულაციაა.

 

„ჩვენი ოპონენტები ძალიან დაბნეულები არიან. მათ სჭირდებათ დახმარება, მაგრამ ვინ შეიძლება დაეხმაროს, რაიმე ურჩიოს, არ ჩანს ასეთი ადამიანი. ერთმანეთს აჯერებენ იმაში, რასაც პერსპექტივა არ გააჩნია. ესეც არის მორიგი სპეკულაცია და გრძელდება მათი მხრიდან მხარდამჭერების მოტყუების პროცესი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

წაკითხვა 388 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.