May 17, 2024

"თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა"- ლევან ხაბეიშვილი

საბოლოო ჯამში, როგორც ყველა უწყებაში, ისე, ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა, გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც თვალთვალით, შანტაჟით, პირადი ცხოვრების გადაღებით არის დაკავებული, კონკრეტულ თანამშრომელზე ეცდება ზემოქმედებას. ეროვნული ბანკი, როგორც ინსტიტუტი უკვე აღარ არსებობს მას შემდეგ, რაც ფარცხალაძის დაცვა 80 მილიონი დოლარი დაუჯდათ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

კერძოდ ის გამოეხმაურა ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გიორგი ფერაძის, ხოლო უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე მალხაზ ღუღუნიშვილის დანიშვნის თაობაზე ინფორმაციას.

 

„ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად ჩამოიშალა ეროვნული ბანკი. საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ თურნავას ეს უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ბიუჯეტს დაუჯდა 80 მილიონ დოლარამდე. მიუხედავად იმისა, რომ აიწია, გაიზარდა და გაუფასურდა ლარი, კიდევ უფრო არ გაუფასურებულა, ეს ერთი გადაწყვეტილება 80 მილიონ დოლარამდე დაჯდა.

 

ამასობაში, კონკრეტული გადაწყვეტილებები უკავშირდება სუს-ის კონტროლის გაძლიერებას ეროვნულ ბანკში. კონკრეტული ეს გადაწყვეტილებებიც მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირებზე, თანამშრომლებზე კონკრეტულად მიუწვდებოდეს ხელი უკვე სუს-ს, ბატონ ლილუაშვილს, რომელიც ახორციელებს მამაოების, პოლიტიკოსების, პედაგოგების თვალთვალს და მიყურადებას.

 

საბოლოო ჯამში, როგორც ყველა უწყებაში, ისე ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა, გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც თვალთვალით, შანტაჟით, პირადი ცხოვრების გადაღებით არის დაკავებული, კონკრეტულ თანამშრომელზე ეცდება ზემოქმედებას. ეს ოპერაცია უკვე დაწყებული აქვს სუს-ს, ანუ ბიძინას უსაფრთხოების სამსახურს. სწორედ ამიტომ, შემდეგში რომ ასეთი „გაურკვევლობა“ არ მოხდეს, ეცდება სუს-ი თავიდან ბოლომდე გააკონტროლოს ეროვნული ბანკი. ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ფარცხალაძის დაცვა 80 მილიონი დოლარი დაუჯდა ეროვნულ ბანკს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

წაკითხვა 160 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.