May 17, 2024

"ეროვნულ ბანკში რეპრესიები არ არის, სებ-ი განაგრძობს სტაბილურად და ნორმალურად ფუნქციონირებას"- არჩილ თალაკვაძე

ეროვნულ ბანკში რეპრესიები არ არის - სებ-ი განაგრძობს სტაბილურად და ნორმალურად ფუნქციონირებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შიდასაკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების მხარდაჭერის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილებას, როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ამით მოსალოდნელი კრიზისი აღკვეთეს.

 

„რეპრესიები არ არის, ეს თქვენი ინტერპრეტაცია. მე არ მაქვს ინფორმაცია შიდასაკადრო გადაადგილებებზე. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, პარლამენტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღკვეთა ის მოსალოდნელი კრიზისი, რომელიც შეიძლება ზოგიერთი მონაწილის ინტერესებში შედიოდა, მაგრამ არ შედიოდა საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში. ამიტომ ეროვნული ბანკი განაგრძობს სტაბილურად და ნორმალურად ფუნქციონირებას. დანარჩენზე უფლებამოსილი პირები ბანკიდან გააკეთებენ შეფასებებს და კომენტარებს", - განაცხადა თალაკვაძემ.

წაკითხვა 373 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.