May 17, 2024

"2022 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე უარის რაოდენობა 31%-ით გაიზარდა" - ევროკომისიის ანგარიში

ევროკომისიის ცნობით, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე უარის რაოდენობა 31%-ით გაიზარდა - 50%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ გაცემული გადაწყვეტილებების რაოდენობაც.

ამის შესახებ ევროკომისიის ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.

 

ევროკომისიის ცნობითვე, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით 26 450 განაცხადი გააკეთეს, რაც 81%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს (14 635 განაცხადი).

მათი ცნობით, 2022 წელს ამ განაცხადებზე დადებითი გადაწყვეტილებების, ანუ აღიარების დონეც, გაიზარდა 5%-დან (2021 წელს) 7%-მდე (2022 წელს).

ევროკომისიის ინფორმაციით, 2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებს მიერ საზღვრის არარეგულარული კვეთის 25 შემთხვევა დაფიქსირდა.

ასევე, ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებში არარეგულარულად დარჩენის შემთხვევის რაოდენობა 87%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით - 21 910 ადამიანი 2022 წელს და 11 695 ადამიანი 2021 წელს.

31%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლაზე უარის რაოდენობაც, კერძოდ: 3 970 უარი - 2022 წელს, ხოლო 3 030 უარი - 2021 წელს.

ასევე 50%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დაბრუნების შესახებ გაცემული გადაწყვეტილებების რაოდენობაც, კერძოდ: 16 275 გადაწყვეტილება - 2022 წელს, ხოლო 10 820 გადაწყვეტილება - 2021 წელს.

წაკითხვა 164 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.