May 17, 2024

"ამ დროისთვის ცნობილია, რომ უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 92 ადამიანი" –ვოლოდიმირ ზელენსკი

ამ დროისთვის ცნობილია, რომ უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 92 ადამიანი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთის მორიგი დარტყმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება.

 

„ჩართულია ყველა საჭირო სერვისი, 500-ზე მეტი მაშველი უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურიდან. კიევსა და ხარკოვის ოლქში ამჟამად 92 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი. სამწუხაროდ, დაიღუპა 4 ადამიანი. თანავუგრძნობ მათ ოჯახებსა და მეგობრებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა 31 დეკემბრიდან დღემდე 170-მდე დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული.

 

„მადლობას ვუხდი ყველა იმ პარტნიორს, რომელიც ჩვენ საჰაერო ფარის გაძლიერებაში გვეხმარება. აშკარაა, რომ ეს ასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

წაკითხვა 129 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 03 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.