May 17, 2024

"უკრაინაზე უკანასკნელ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ" – რადოსლავ სიკორსკიმ

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

პოლონელი მინისტრის თქმით, რუსეთს ახალი იარაღის შექმნის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს, ხოლო უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები უნდა გადაეცეს.

 

„უკრაინაზე უკანასკნელ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან კონტრაბანდული კომპონენტებით ახალი იარაღი ვერ შექმნას და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემით, რაც მას გამშვები და სამეთაურო ცენტრების განადგურების საშუალებას მისცემს“, - წერს სიკორსკი „ტვიტერზე“.

 

შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს.

წაკითხვა 143 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 03 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.