May 17, 2024

ბლინკენი ღაზის ომის გარშემო თურქეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს მართავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გარშემო თავისი მოგზაურობა დაიწყო და პირველი შეხვედრები თურქეთში გამართა.

თურქეთის ცნობით, ბლინკენი შეხვდა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს. მათი საუბრის თემა იყო ომი და ჰუმანიტარული კრიზისი ღაზის სექტორში, მათ ამასთან განიხილეს ნატოში შვედეთის გაწევრიანების თემა, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ შვედეთმა ნეიტრალური საგარეო პოლიტიკა შეცვალა და ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. თურქეთი, ნატოს წევრი, ხელს უშლიდა ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას, მაგრამ, ახლა მოელიან, რომ პარლამენტი საბოლოოდ დაამტკიცებს გადაწყვეტილებას.

 

ბლინკენი მოგვიანებით ხვდებოდა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს, რომელიც ღაზაში ისრაელის ქმედებას მკაცრად აკრიტიკებს.

 

სახელმწიფო მდივნის მოგზაურობის მიზანია ღაზის ომის შედეგად დაძაბული ვითარების დაწყნარება. ბლინკენი 6 იანვარს აპირებს საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ჩავიდეს და იქ შეხვდეს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს.

წაკითხვა 182 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 06 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.