May 17, 2024

ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიას ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ვიზიტს გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული გამოცემა Tages-Anzeiger-ი დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ბერნში ვიზიტს 15 იანვარს გეგმავს, ხოლო მოგვიანებით დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვა სიტყვით, რომელიც 15 იანვრიდან 19 იანვრამდე გრძელდება.

 

შვეიცარიაში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დაგეგმვითი სამუშაოები გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

 

შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს ზელენსკის ვიზიტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

წაკითხვა 150 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 09 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.