"ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში, რაშიც მე თავად დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე" - ირაკლი კობახიძე

ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში, რაშიც მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მას დღეს, დილით შეხვედრა ჰქონდა ზურაბ აზარაშვილთან.

 

„მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტოვებდა თანამდებობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამასთან, კობახიძის თქმით, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია, თანამშრომლობა, განსაკუთრებით დარგის სპეციალისტებთან.

 

„საქმე როდესაც გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, პირველ რიგში, დარგის სპეციალისტებთან, წარმომადგენლებთან. ამ თვალსაზრისით, საჭიროა სწორი მიდგომა. მე არ მინდა, შევიდე ნიუანსებში, რა დონეზე და ვისგან იყო ეს პრობლემა, მაგრამ, ფაქტია, დავინახეთ, იმავე რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში. იყო სხვა შემთხვევები, სადაც ასეთი კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა.

 

კონკრეტულ წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან გვქონდა შეხვედრა. ასეთი საკითხები სამინისტროს დონეზე უნდა გვარდებოდეს, ასეთ საკითხებს არ სჭირდება უფრო მაღალ დონეზე ატანა, უფრო დაბალ დონეზე შესაძლებელია ამ საკითხების მოგვარება. აქ დავინახე მე პრობლემები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს არა მარტო ჯანდაცვის, არამედ ყველა სფეროში.

 

ჩემი მოწოდებაა, არა მარტო ყველა მინისტრის, არამედ ყველა საჯარო დაწესებულების, თვითმმართველობის მიმართ, ყველას უნდა ჰქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კომუნიკაცია ადამიანებთან, დარგის წარმომადგენლებთან, ეს არის ყველაზე სათანადო გზა, რომ პრობლემები გადაიჭრას. პირადად როდესაც მქონდა შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან, პერსონალთან, მოვიდა რვა ადამიანი, ინტელიგენტი ექიმი, ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ თვიანთი არგუმენტები. ასეთ არგუმენტებს სჭირდება მოსმენა და გათვალისწინება. არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, არასწორი პოზიციაა, თუნდაც დარგის წარმომადგენლების მხრიდან. აქ თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სახელმწიფომ, მაგრამ როდესაც მოდიან დარგის წარმომადგენლები, გისაბუთებენ, რომ რაღაცის გაკეთება შეიძლება სხვანაირად, უკეთესად, იქ საჭიროა ჯანსაღი მიდგომა, საჭიროა ამ ყველაფრის გათვალისწინება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

წაკითხვა 151 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 01 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.