"გვესმის განცხადებები, რომ ზოგი ერთიანდება, ზოგიც იშლება - ეს ხალხი „ნაცმოძრაობაში“ დაბადებული „დაკარგულები“ ​​არიან, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ" - კახა კალაძე

გვესმის განცხადებები, რომ ზოგი ერთიანდება, ზოგი იშლება. მას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბადებული „დაკარგულები“ ​​არიან, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ .

მისი თქმით, ვინ სად გაერთიანდება, რომელ პლატფორმაზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და „ვისაც ყველაზე ნაკლებად შეუძლია ხალხის მხარდაჭერაზე საუბარი, არის სალომე ზურაბიშვილი “.

 

არ ვიცი, ვინ აპირებს გაერთიანებას, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა, გვესმის განცხადებები, რომ ზოგი ერთიანდება, ზოგი იშლება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ გადახედავთ მათ აწმყოს და წარსულს. ეს ხალხი "ნაცმოძრაობაში" დაბადებული "დაკარგულები" არიან, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ, არაფერი შეუქმნიათ, ვინ სად გაერთიანებულია, რომელ პლატფორმაზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.სალომე ზურაბიშვილს ყველაზე ნაკლებად შეუძლია ხალხის მხარდაჭერაზე საუბარი. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, იქნება ისინი ერთიან თუ განცალკევებულად, მათი უმნიშვნელოვანესი ქმედება იქნება როგორმე გადალახონ საარჩევნო ბარიერი“, - განაცხადა კალაძემ.

წაკითხვა 241 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 01 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.