" ალბათ, პრეზიდენტსაც ესმის, რომ სააკაშვილის შეწყალება, სულ მცირე, დიდი არეულობისა და დიდი დაპირისპირების პროვოცირებას ნიშნავს" - ირაკლი ქადაგიშვილი

ალბათ, პრეზიდენტსაც ესმის, რომ სააკაშვილის შეწყალება, სულ მცირე, დიდი არეულობის და დიდი დაპირისპირების პროვოცირებას ნიშნავს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილიმ .

მისი თქმით, ის ეთანხმება პრეზიდენტს, რომ ეს არის ძალიან დიდი მორალური პასუხისმგებლობა და იმედოვნებს, რომ იგი ერთგული დარჩება მისი სიტყვების - „არა და არასდროს“.

 

„ეს პასუხისმგებლობა მიდის იქამდე, რომ ათობით, ასობით და ათასობით ადამიანი ხდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი. შეწყალება არ არის მხოლოდ სამართლებრივი აქტი, ეს მართლაც დიდი მორალური პასუხისმგებლობაა ქართველი ერის წინაშე მძიმე ქმედებების ფონზე. რაც სააკაშვილმა გააკეთა და აგრძელებს დღესაც, როცა მძიმე ბრალდებებით აზიანებს ქვეყანას. ვისურვებდი, რომ ქალბატონი სალომე ერთ საკითხში მაინც დარჩეს თავისი სიტყვის ერთგული. ვფიქრობ, ალბათ, პრეზიდენტსაც ესმის, რომ მისი შეწყალება ნიშნავს. მინიმუმ დიდი არეულობის და დიდი დაპირისპირების პროვოცირება, თუ ვინმე ამას გეგმავს საქართველოში, იცოდეს, რომ ეს იქნება აღკვეთილი“, - განაცხადა ქადაგიშვილი.

წაკითხვა 189 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 01 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.