"არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობენ, არსებობენ „ქართული ოცნების“ კადრები" - კახა კალაძე

არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის კადრები არ არსებობენ, არსებობენ „ქართული ოცნების“ კადრები, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილის კადრების წმენდა დაიწყო.

„ეს არის სრული სისულელე. არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს, პავლეს კადრები არ არსებობენ, არსებობენ „ქართული ოცნების“ კადრები. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, თბილისის მერი ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და  გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს.

 

„ირაკლი კობახიძე იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ დაინიშნოს, რა ცვლილებები განხორცილდეს. მან იცის ყველაზე უკეთესად, თუ რა უნდა გაკეთდეს მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წაკითხვა 181 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 04 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.