"საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი, ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს მოწოდებები და მითითებები, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს და ვინ დააკავონ" - კახა კალაძე

საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს მოწოდებები და მითითებები, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს, დააკავონ და ასე შემდეგ - საქართველო არ არის რომელიღაც ქვეყნის გუბერნია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან, ევროპარლამენტარის, ლარს პატრიკის განცხადება შეაფასა, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების პროცესი საქართველოს შიდა საკითხია, თუმცა ის ჰუმანიტარული თანაგრძნობის საშუალებას უნდა იძლეოდეს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებმა გამოავლინონ პატივისცემა ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს რაღაც მოწოდებები და მითითებები, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს, დააკავონ და ასე შემდეგ. საქართველო არ არის რომელიღაც ქვეყნის გუბერნია, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, საქართველოს საკუთარი კონსტიტუცია აქვს და კანონები მოქმედებს ამის შესაბამისად“,- აღნიშნა კალაძემ.

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, თუ რას ითხოვს ევროპარლამენტარი. მისივე თქმით, კამპანია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეში სამჯერ კვდებოდა.

 

„ჰუმანიტარულ ტვირთს ითხოვს, თუ რა უნდა ვერ გავიგე? პოლიტიკური სპეკულაციებია. გახსოვთ, მთელი კამპანია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეში სამჯერ კვდებოდა. ყველამ უნდა გამოავლინოს პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ. საქართველო არ არის ის ქვეყანა, ვიღაცამ თავში რომ წამოარტყას, მითითებები მისცეს და ასე შემდეგ. ყველაფერს ვაკეთებთ, რეფორმები, წინ გადასადგმელი ნაბიჯები გვაქვს და ყველაფერი კეთდება, რათა გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ეს დამოკიდებულებები, განცხადებები, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, როდესაც გიმტკიცებენ, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი დემოკრატიის შუქურა იყო, ეს ყველაფერი აზიანებს ურთიერთობებს, რაც ძალიან ცუდია“,- აღნიშნა კალაძემ.

 

ინფორმაციისთვის, „ფორმულას“ ცნობით, ევროპარლამენტარი ლარს პატრიკ ბერგი მათთან საუბრისას აცხადებს, რომ მართლმსაჯულების პროცესი საქართველოს შიდა საკითხია, თუმცა ის ჰუმანიტარული თანაგრძნობის საშუალებას უნდა იძლეოდეს. მედიასაშუალების ინფორმაციით, ლარს პატრიკ ბერგი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის კენჭისყრამ გამოხატა წუხილი მიხეილ სააკაშვილი მდგომარეობასთან დაკავშირებით.

წაკითხვა 141 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 04 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.