"ადეიშვილი რომ ბუნდესტაგში მიიწვიეს, ქართული სასამართლოს შეცდომაა, არავის აინტერესებს, საქართველოს სასამართლომ ვის რა მიუსაჯა, აზრად არავის მოუვა, ამოწმოს გადაწყვეტილებების განაჩენები"- იაგო ხვიჩია

ზურაბ ადეიშვილი რომ ბუნდესტაგში მიიწვიეს, ეს ქართული სასამართლოს შეცდომაა, რადგან არავის აინტერესებს, საქართველოს სასამართლომ ვის რა მიუსაჯა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

იაგო ხვიჩიას თქმით, „ყველას ესმის, ეს რა სასამართლოა“ და აღნიშნა, რომ არავინ არჩევს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ადამიანი მართლა დამნაშავეა თუ არა.

 

„აბა, ეს ინგლისის ან ამერიკის სასამართლო ყოფილიყო, ადეიშვილს თუ მიიწვევდნენ, მაგრამ როცა ასეთი სასამართლო გაქვს და კაციშვილმა არ იცის, ამ სასამართლოს მიერ გასამართლებული პირი მართლა დამნაშავეა თუ არა, არავის აზრად არ მოუვა, ამ გადაწყვეტილებების განაჩენები ამოწმოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა. შესაბამისი მასალა ბუნდესტაგის ვებგვერდზე განთავსდა.

წაკითხვა 159 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 06 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.