"2024 წელი არის ცვლილებების წელი" - ლევან ხაბეიშვილი
2024 წელი არის ცვლილებების წელი - მიუხედავად „ქართული ოცნების“ მანიპულაციებისა, ქართველი ხალხი გამოწვევას გაუმკლავდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს.
„ივანიშვილის პარტია ცდილობს, როგორმე მოახერხოს და თავშივე არ ჩაატაროს არჩევნები, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ 2024 წელი არის ცვლილებების წელი. მიუხედავად მათი მანიპულაციებისა, ამ გამოწვევას ქართველი ხალხი გაუმკლავდება და ივანიშვილის პარტიას დაამარცხებს,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზეც.
„ეს რეკომენდაციები რომ შესრულდეს, სადაც საუბარია სასამართლო სისტემის გაკეთილშობილებაზე, რომ სანქცირებული მოსამართლეები არ იყვნენ, სადაც სიტყვის თავისუფლებაზეა ლაპარაკი, დემოკრატიაზე, ჩვენს მოქალაქეს სჭირდება არათუ სტატუსი, არამედ ევროკავშირის წევრობა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდება მდიდარი, მთავარი გამოწვევა დღეს ქვეყანაში არის უმუშევრობა, მიგრაცია, პროდუქტებზე მაღალი ფასები და როცა რეკომენდაციების შესრულებაზე ვსაუბრობთ, ევროკავშირი ყველას გვინდა იმიტომ, რომ კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.
მას ჰკითხეს, ასევე, ზურაბ ადეიშვილის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ მედია ხშირად სვამს კითხვებს, რაც ქართველ ხალხს არ აინტერესებს.
სიახლეები
- "პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო"- შსს
- "რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის"- გიგი უგულავა
- "მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა" - შსს
- პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო
- "დღეს ამ კანონის მიღება არის ქვეყნის ღალატი!" - ფრიდონ შუბითიძე