"ნომერი ოთხი და პარტია „ახალი“ აუცილებლად მოხსნის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას ჯადოს" - ნიკა მელია
ნომერი ოთხი და პარტია „ახალი“ აუცილებლად მოხსნის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას პოლიტიკურ ჯადოს, – ამის შესახებ ნიკა მელიამ პარტია „ახალის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მელიას თქმით, დღეს, როგორც არასოდეს, საზოგადოებას, პოლიტიკურ ცხოვრებას სჭირდება სუფთა რეპუტაცია, კომპეტენცია, გამბედაობა, ახლებური მიდგომა და ეს ყველაფერი ამ გუნდში იქნება თავმოყრილი.
„სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკაში შეიკრა მანკიერი წრე და მანკიერმა წრემ ჩაკეტა პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი. ამ ჩაკეტილობამ გამოიწვია ურთიერთბრალდებები, უნდობლობა. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მძიმე გვერდითი ეფექტი არის სახეზე, როდესაც ხალხს, პრაქტიკულად, მოვწყდით და მხოლოდ ერთმანეთში ვსაუბრობთ. მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე იქნება ამ მოჯადოებული წრის გარღვევა. ნომერი ოთხი და პარტია „ახალი“ აუცილებლად მოხსნის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას პოლიტიკურ ჯადოს. აქ არავინ არავის გვერდით არ დგას, ჩვენ ერთმანეთს ვუდგავართ გვერდში და მჯერა, რომ ყველაზე რთულ, კომპლექსურ პრობლემას ხშირად აქვს მარტივი გამოსავალი და ეს გამოსავალი დღეს ჩვენ ვიპოვეთ. ეს მარტივი გამოსავალი ცოტა ხანში გადაიქცევა მომავლის იმედად და გამარჯვების რწმენად“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ პარტია „ახალში“ გაერთიანების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადეს.
სიახლეები
- აშშ რუსეთს ადანაშაულებს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში
- "ბიძინა ივანიშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებები ჩვენი პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებაა - ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის'' - სალომე ზურაბიშვილი
- დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება
- დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება - შენობაში 14:00 საათამდე უსაფრთხოების წითელი დონე იმოქმედებს
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი