"სააკაშვილის გათავისუფლება საჭიროა, ვიდრე არახამია იტყოდა, ორი წელია, ამაზე ვსაუბრობ" - პაატა მანჯგალაძე

მიხეილ სააკაშვილი არის უსამართლო სასამართლოს, უსამართლო რეჟიმის ტყვეობაში და აუცილებელია მისი გათავისუფლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებაზე, სადაც არახამია საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ საკითხად სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ასახელებს.

„ამ სამი საკითხიდან ჩვენთვის, საქართველოს მომავლისთვის, ქვეყნის ინტერესებისა და თანხმობისთვის საინტერესო არის, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. ამ ნაწილში შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უსამართლო სასამართლოს, უსამართლო რეჟიმის ტყვეობაში და აუცილებელია მისი გათავისუფლება სამართლიანი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა დავით არახამიას ულტიმატუმს, მანჯგალაძემ აღნიშნა:

„რა ულტიმატუმს, ვიდრე არახამია იტყოდა ამას, ორი წელია, ამაზე ვსაუბრობ. რა შუაშია არახამია. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საჭიროა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც არახამია აღნიშნავს: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. „ვიმედოვნებთ, უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წაკითხვა 99 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.