April 29, 2024

"9 აპრილს, კონსოლიდაციამ აჩვენა, რომ თუკი ერშია მუხტი, მის დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება" - გიგი წერეთელი

ყველას კარგად გვახსოვს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, თუ რა ძალიან დიდი თავგანწირვის, თავდადების, მსხვერპლის ფასად მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვება. დღეს ვიხსენებთ ამ ადამიანებს და ამავე დროს, ჩვენი ისტორიისთვის ამ ძალიან მძიმე დღეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა 9 აპრილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 9 აპრილი ყოველთვის უნდა გვაძლევდეს სტიმულს, რომ ბრძოლა არ შეწყდეს, სანამ საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას ექმნება საფრთხე.

 

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა, შეიძლება ისტორიისთვის არც ისე დიდი, მაგრამ 35 წელი, ყველას კარგად გვახსოვს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, თუ რა ძალიან დიდი თავგანწირვის, თავდადების, მსხვერპლის ფასად მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვება. დღეს ვიხსენებთ ამ ადამიანებს და ამავე დროს, ჩვენი ისტორიისთვის ამ ძალიან მძიმე, მაგრამ ძალიან საამაყო დღეს, როცა კონსოლიდაციამ აჩვენა, რომ არავითარი ძალა არ არსებობს, თუკი ხალხის გადაწყვეტილებაა, თუკი ერშია მუხტი, მის დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი არის მუდმივი. ეს "9 აპრილი" ყოველთვის უნდა გვაძლევდეს სტიმულს, რომ ბრძოლა არ შეწყდეს, სანამ ეს საფრთხეები იქნება და სანამ საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას ექნება მსგავსი საფრთხე, როგორიც თუნდაც დღეს აქვს. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ მათი, ვინც თავი გაწირა იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონოდა ბედნიერი მომავალი", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

წაკითხვა 73 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.