'' დაგვყვებიან გადაცმული პოლიციელები, პროვოკაციაზე მოდიან და გვიშლიან ხელს''-სანდრა რულოვსი
რულოვსი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, მიმდინარე პროცესს დააკვირდნენ.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენი ზუგდიდელი აქტივისტი, მანუჩარ ჩხეტია გაათავისუფლონ ყოველგვარი სანქციის გარეშე. ჩვენ მთელი ღამე ვიყავით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში. აბრალებდნენ მცირე ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას. ეს არის სისულელე. მე უკვე ორი კვირაა ვიმყოფები ზუგდიდში. ვატარებ მშვიდობიან შეხვედრებს მოსახლეობასთან, ვისაც აქვს სურვილი ჩემთან შეხვედრის, დაგვყვებიან გადაცმული პოლიციელები, პროვოკაციაზე მოდიან და გვიშლიან ხელს. ნაცვლად იმისა, რომ ის პირები დაეკავებინათ, ვინც უკანონო ქმედებაში იყო შემჩნეული, დააკავეს ჩვენი სამი წევრი. ორი რამდენიმე საათის შემდეგ გამოუშვეს, ხოლო მესამის გათავისუფლებას ვითხოვთ სასწრაფო წესით. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას, რომელიც არის დაგეგმილი. მათ ძალიან გაუჭირდებათ ხელის შეშლა. საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებლებს, რომლებიც უკვე იწყებენ მონიტორინგს, მოვუწოდებ, რომ ამ პროცესს ძალიან კარგად დააკვირდნენ. ასე მუშაობა არის შეუძლებელი და ეს არის კანონის დარღვევა,“ - აღნიშნა რულოვსმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია გუშინ ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა. სამმართველოს შენობა წუხელვე დატოვეს წითლიძემ და პატარაიამ, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება მანუჩარ ჩხეტია. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ipn.ge
სიახლეები
- „საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
- საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ - გერმანიის საგარეო უწყება
- ვიზალიბერალიზაცია დავიწყეთ ჩვენ, მაგრამ ამათმა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ესეც უკუღმა წაიყვანეს
- მაკარონი მდნარი ყველით
- " როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? „ოცნება“ ხომ არ ხარ? - ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან "-ბექა ლილუაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე