April 26, 2024

“ოქრუაშვილი ერთადერთია ამხელა საგიჟეთში, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა” -გია ხუხაშვილი

„ოქრუაშვილის საკმაოდ ეპატაჟური გამოსვლები, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენებაა.

ის საუბრობს სისტემურ დანაშაულზე, ეს არ იყო მისი პირადი, არამედ, იყო ხელისუფლების სახელით ჩადენილი დანაშაული. როგორც ჩანს, ამ დანაშაულს დღევანდელ ხელისუფლებაშიც ჰყავს თავისი თანამონაწილეები და ამიტომ არ არის დაინტერესებული ხელისუფლება, რეაგირება მოახდინოს მის ამ განცხადებებზე.

 

ოქრუაშვილი ამას მშვენივრად ხდება და მუდმივად პროვოცირებას ახდენს, ფაქტობრივად, აშიშვლებს იმ მანკიერებას, რა უბედურებაშიც დღეს გვიწევს ცხოვრება. ის ამბობს, რომ ილაპარაკებს დანაშაულებრივ ქმედებებზე, მაგრამ ხელს ვერ მოჰკიდებენ, რადგან თუ მოჰკიდებენ, ამ შემთხვევაში გაიხსნება პანდორას ყუთი და ყველა მის გვერდით იჯდება. ვიღაცები ხუმრობენ ამ განცხადებებზე და სიბრიყვეში უთვლიან ამას ოქრუაშვილს.

 

მე ვფიქრობ, სინამდვილეში ოქრუაშვილი ერთადერთი ადამიანია, რასაც ჰქვია, ამხელა საგიჟეთში, ყანდურის თონეში ატეხილ ვაკხანალიაში, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და მიზანმიმართულად მიდის თავისი მიზნისკენ“, – აცხადებს გია ხუხაშვილი“ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში.

წაკითხვა 711 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.