"ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება დათრგუნული შედეგებით ისე, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ"
„ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება დათრგუნული შედეგებით ისე, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.
მისი განცხადებით, სიმართლეა ის, რომ 20 ივნისის ღამეს მოქალაქეები და პოლიციელები დაშავდნენ.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ამავდროულად სიმართლეა ისიც, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა მოუწოდეს მოქალაქეებს სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმისკენ.
„სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ 20 ივნისს, როდესაც ადამიანები გამოთქვამდნენ მშვიდობიან პროტესტს, ზოგიერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მათ მოუწოდა და ისინი ორგანიზებულად შტურმით წაიყვანა სახელმწიფო ინსტიტუტზე. უბედურება და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ამის შედეგად ჩვენ გვყავს როგორც დაზარალებული მოქალაქეები, ისე დაზარალებული პოლიციელები. ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება დათრგუნული შედეგებით ისე, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ. სიმართლე არის იმაში, რომ ჩვენ გვყავს 2 ადამიანი, რომლებმაც დაკარგეს თვალი. ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ამასთან ერთად, სიმართლე არის ის, რომ ჩვენმა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და სიმართლეს თვალი გაუსწოროს. ჩვენს საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ სიმართლის და პასუხისმგებლიანი ენის საშუალებით და არა იმ სპექტაკლებით, რომლებსაც პარლამენტში ვაწყობთ. პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- "ველოდებით 4 პირველიერარქს, წესის აგებას უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი" - მეუფე ნიკოლოზი
- "რუსეთი ირანის საიმედო პარტნიორად რჩება" - ვლადიმერ პუტინი
- 22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ
- "პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის, ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი" - მოიხეილ სააკაშვილი
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი
