“გახარია იმავე საკანში უნდა ჩასვან, რომელშიც მერაბიშვილი ზის”

“რაც შეეხება ივანიშვილის შიშებსა და საქციელს, როგორც მოსალოდნელი იყო ის ბოლომდე ჩაიხრჩო კორუფციასა და სამშობლოს ღალატის მორევში. აქედან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება.

ცდილობს პოლიციურ-მილიციური რეჟიმის გამყარებას. მისგან მრავალი მსგავსი ქმედება ვნახეთ”, - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გახარია იმავე საკანში უნდა ჩასვან, რომელშიც მერაბიშვილი ზის” / ლაშა ჩხარტიშვილი: “სასაცილოა, როდესაც ივანიშვილი ვინმეს ფულის გათეთრებას სდებს ბრალად”.

 

“უკვე 7-8 წელია ივანიშვილი ამ გაკრეფა-მოსუფთავების პოლიტიკით არის დაკავებული. თავიდანვე ჩანდა, მისი მოსვლის დღიდანვე, რომ ამ ტაქტიკით მოქმედებას აპირებდა. სამწუხაროდ, ამ შუის გაკრეფის ტაქტიკამ გაუმართლა ნაწილობრივ. მაგრამ, იმედი მაქვს, მან ამოწურა ეს რესურსი... ახალ ძალებს ივანიშვილი გასაქანს არ აძლევს, ზოგს ფულის გათეთრების ბრალდებით იბარებს პროკურატურაში და ზოგს გადატრიალების მცდელობის გამო აპატიმრებს. სასაცილოა, როცა ივანიშვილი ვინმეს ფულის გათეთრებას სდებს ბრალად - მთავარი “პანამელი” ინვესტორი გვყავს, სახელად ბიძინა და გვარად ივანიშვილი - ოშფორების კაცი ლაპარაკობს ვინმეს მხრიდან ფულის გათეთრებაზე?! ხაზარაძის მიმართ დიდი სიმპათიით ნამდვილად არ ვარ ვარ განწყობილი, მაგრამ ივანიშვილის მხრიდან მის მიმართ მართლაც ხორციელდება პოლიტიკური დევნა... სოლიდარობა დღეს ყველას ეკუთვნის მისი წარსულის მიუხედავად იმიტომ, რომ ქვეყნის მთავარი მაფიოზის დასაჭერი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ მისივე ყოფილი პარტნიორები ამ ქვეყანაში ნამდვილად არ არიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ჩხარტიშვილი.

 

“სამართლიანობის აღდგენა ძალიან დაგვიანებულია -ამის უფლება ივანიშვილს აღარ აქვს. სამართლიანობა უნდა აღადგინოს მომავალმა მრავალპარტიულმა პარლამენტმა და კოალიციურმა მთავრობამ. ჩვენ ყველა სისტემაში პირდაპირი არჩევნების მომხრეები ვართ. ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული სასამართლოც, პროკურატურაც და მან უნდა გაასამართლოს და გვერდიგვერდ საკნებში მიუჩინოს ადგილი გახარიასა და მერაბიშვილს”, - დასძენს რესპონდენტი და რეპლიკაზე - “მერაბიშვილი ასრულებს პატიმრობის ვადას თებერვალში” - პასუხობს:

 

“თუ მანამდე დაასრულებს პატიმრობის ვადას, ზუსტად იმავე საკანში უნდა ჩასვან გახარია, რომელშიც მერაბიშვილი ზის. რა მნიშვნელობა აქვს, თვალებს სააკაშვილი და მერაბიშვილი დაგვთხრიან, თუ ივანიშვილი და გახარია”.

წაკითხვა 967 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.