საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მზადაა გააძლიეროს დემოკრატია

დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის წევრებმა უმრავლესობით კენჭისყრაზე დაადასტურეს, არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ჩვენს მიერ აღებული დემოკრატიული ვადლებულებების შესრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება.

მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველომ თავის პარნტიორებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს თავისი დემოკრატია.

 

„პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საარჩევნო ცვლილებასთან არის დაკავშირებული და არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. საზოგადოებას მოეხსენება, რომ 2018 წელს ჩვენ გავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ეროვნული კონსტიტუცია და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებაც, რომელიც უკვე ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის წევრებმა უმრავლესობით კენჭისყრაზე დაადასტურეს, არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ჩვენს მიერ აღებული დემოკრატიული ვადლებულებების შესრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

 

დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველომ თავის პარტნიორებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს თავისი დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები.

 

მინდა მადლობა გადავუხადო თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, ფასილიტატორ ელჩებს და ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭრია მნიშვნელოვან ცვლილებებს,“- განაცხადა თალაკვაძემ.

 

ცნობისთვის, პარლამენტმა მესამე მოსმენით 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირა მხარი.

წაკითხვა 86 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.