May 19, 2024

როგორ დაამარცხა საქართველომ კორუფცია ყველაზე სწრაფად მსოფლიოში

რუსული გაზეთის „სობესედნიკ“-ის («Собеседник») დღევანდელ, 7 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ყოველი ქურდი ხელისგულზე: როგორ დაამარცხა საქართველომ კორუფცია ყველაზე სწრაფად მსოფლიოში“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების ანტიკოროფცული ბრძოლის გამოცდილებაზეა საუბარი (ავტორი - რიმა ახმიროვა).

 

პუბლიკაციაში განხილულია საქართველოში არსებული კორუფციის მდგომარეობა 1990-იანი წლებიდან დაწყებული, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესი იყო: საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს 127-ე ადგილი ჰქონდა დაკავებული. მაგრამ უკვე 2020 წლისათვის საქართველო მსოფლიოს ქვეყნების ათეულში შევიდა, კორუფციისა და მექრთამეობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლებით.

 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ბევრი თვლის, რომ საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პირადად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო, მაგრამ ეს შეცდომაა: რეფორმების გატარება და კორუფციასთან ბრძოლის ავანგარდში იყო ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე, უპორტფელო მინისტრი, რომელიც საქართველოში რეფორმების გატარებას  ხელმძღვანელობდა. „იგი თბილისში დაიბადა, მაგრამ პროფესიონალ ბიზნესმენად რუსეთში ჩამოყალიბდა. მან ირგვლივ შემოიკრიბა ახალგაზრდა კადრები, რომლებიც დასავლეთში სწავლობდნენ და ქვეყნის ბედზე ფიქრობდნენ, - ამბობს ავტორთან საუბარში Transparency International-ის რუსეთის განყოფილების დირექტორი ილია შუმანოვი.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ კორუფციასთან ბრძოლამ პოზიტიური გავლენა მოახდინა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, გამოშვებული პროდუქციის ხარისხზე, მაგალითად, ღვინის მდგომარეობაზე, რომელიც უფრო მაღალხარისხიანი გახდა. საქართველოში განხორციელდა ადმინისტრაციული რეფორმა, პოლიციის რფორმა და ა.შ. განსაკუთრებით მკაცრად მიმდინარეობდა ბრძოლა ე.წ. „კანონიერი ქურდების“ მიმართ.

 

„მაგრამ მმართველი პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ რეფორმები უხეში დარღვევებით განახორციელა, საბოლოოდ კი ხელისუფლების წარმომადგენლები თვითონაც აღმოჩნდნენ დამნაშავე კორუფციონერთა შორის - ხაზგასმულია სტატიაში, - ეს ისტორია იმას მოწმობს, რომ ადამიანთა სიხარბეს ბოლომდე ვერ დაამარცხებ, მაგრამ ამ ბრძოლაში მთავარი პასუხისმგებლობის გრძნობა და სასჯელის გარდაუვალობის პრინციპია“.

 

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წარმატებით აგრძელებს კორუფციასთან ბრძოლის პროცესს, რაც პოზიტიურად მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე: „წინა წლების შედეგები მოწმობს, რომ საქართველო რუსი და სხვა ქვეყნების ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა გახდა. დღესაც კი, [როცა კორონავირუსთან დაკავშირებით], საზღვრები ჩაკეტილია, ფანატიკოსები მაინც ცდილობენ საქართველოში წასვლას. საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ისეთი კლიმატის შექმნა ქვეყანაში, რომელიც სტუმრების მუდმივი ნაკადის მიღებას უზრუნველყოფს.

 

წყარო: https://sobesednik.ru/politika/20200831-kazhdyj-vor-i-vzyatochnik-kak

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 421 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 07 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.