April 26, 2024

"კრედიტების გადავადება იყო კარგად შეფუთული სიკეთე "საბანკო სექტორის“ მხრიდან“ – მამუკა ტუსკაძე

„კრედიტების გადავადება იყო კარგად შეფუთული სიკეთე „საბანკო სექტორის“ მხრიდან“ –  ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ პარტიის ოფისში გამართულ მორიგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კომერციულმა ბანკებმა სიტუაციით ისარგებლეს და პანდემიამდე აღებული სესხის თანხა მსესხებლებს მნიშვნელოვნად გაუზარდეს.

 

„გახსოვთ, რომ პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის გამო, საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციით მიმართა ეროვნულ ბანკს და ეროვნულმა ბანკმა – კომერციულებს, რომ ექვსი თვით (ჯერ სამით და შემდეგ კიდევ სამით), გადაევადებინათ საბანკო ვალდებულებების შესრულება. მოქალაქეებს, რომლებსაც კრედიტი აქვთ აღებული, თითქოს და გაუკეთდათ შეღავათი და მიეცათ საშუალება, არ გადაეხადათ გადასახადი და ვალდებულებების შესრულება გაეგრძელებინათ პანდემიის შემდეგ. მაგრამ „სიკეთე“, რომლის გაკეთებაც გადაწყვიტა ხელისუფლებამ, გამოვიდა ძალიან ცუდად. მაგალითად, ადამიანს კომერციულ ბანკში პანდემიამდე ჰქონდა 45 ათასი ლარი, ისარგებლა საშეღავათო პერიოდით და გააგრძელა გადახდა გარკვეული დროის შემდეგ, მაგრამ აღებული თანხის ნაცვლად დახვდა გაზრდილი, კონკრეტულად კი 50 000 ლარი გაცილებით მაღალი პროცენტით. მივმართავთ ხელისუფლებას, მიაქციოს ყურადღება მსგავს ფაქტებს და გადაამოწმოს, რამდენად ჯდება  კომერციული ბანკების ქმედება იმ ნომერ პირველ დადგენილებაში, რომელიც საგანგებო სიტუაციაში გამოსცა ხელისუფლებამ. ვთხოვთ სამთავრობო გუნდს, გადაამოწმონ ვითარება და ზედმეტ პრობლემებს ნუღარ შეუქმნიან მოსახლეობას.“ – აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

 

პარტიის ლიდერის თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი, მზადაა, პირადად ჩაერთოს პროცესში და დააკვირდეს მოვლენათა განვითარებას.

 

„ეს ადამიანები შეცდომაში არიან შეყვანილები, არიან მოტყუებულები… მთავრობის მხრიდანაა ეს თუ კომერციული ბანკების მხრიდან, გაარკვიონ ერთმანეთში. მთავარია, მოქალაქეებს მიეცეთ დაპირებული შეღავათი. ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ.  ვნახოთ, რა იყო ეს – მთავრობის მორიგი ბლეფი, თუ ეროვნული და კომერციული ბანკების მიერ ლამაზად შეფუთული ტყუილი…

პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ დგას და მომავალშიც დადგება ჩვენი მოქალაქეების სოციალური სამართლიანობის სადარაჯოზე. ვფიქრობ, ახლა ბანკირების, მევახშეების და ხალხის მომტყუებლების დრო არ არის, დრო არის განვითარების, თანასწორობისა და სოლიდარობის,“ – აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

 

(NS)

წაკითხვა 548 ჯერ

სიახლეები

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.