"სააკაშვილისა და გუბაზისეული სცენარით მაიკ პომპეოს დახვედრა საქართველოსთვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობა იქნება"

სააკაშვილისა და გუბაზისეული სცენარით მაიკ პომპეოს დახვედრა, საქართველოსთვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობა იქნება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმად, პომპეოს საქართველოში ჩამოსვლის დღეს „ხალხის მასობრივი მობილიზაცია უნდა იყოს“.

ვოლსკის შეფასებით, სააკაშვილს ქვეყნის დესტაბილიზაციის გამოწვევი ჩანაფიქრები აქვს.

 

„მიხეილ სააკაშვილი ხიბლის ცოდვით არის შეპყრობილი და კიდევ სხვა ისეთი ჩანაფიქრები აქვს, რაც ქვეყნის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. როცა ხიბლზე ვსაუბრობთ, მოუსმინეთ, რას ამბობს მისი და ჯო ბაიდენის ურთიერთობაზე, თურმე, ობამაც მისი დახმარებით აირჩიეს ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე. ღურბელ-ღრუბელ და გვირაბებით სიარულს რომ თავი დავანებოთ, მას ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ის არის ლიდერი იმ პოლიტიკური ძალის, რომელსაც შეუძლია, დაანგრიოს. რასაკვირველია, თავის ფიქრებს კონკრეტულ განცხადებებად თარგმნის, მაგრამ ეს ფიქრები არ უკავშირდება საქართველოს ხვალინდელ დღეს და მის სტაბილურობას. ვფიქრობ, სააკაშვილისა და გუბაზისეული სცენარით მაიკ პომპეოს დახვედრა, საქართველოსთვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობა იქნება, როგორც მცდელობა ჰქონდათ იმის, რომ როგორმე საქართველოსთვის სანქციები დაეწესებინათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

წაკითხვა 461 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.