"პომპეოს გზავნილი მგლის თავზე სახარების კითხვაა "ქართული ოცნებისთვის"- ანა ნაცვლიშვილი

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა აშშ-ს გენერალური მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტზე ისაუბრა და განმარტა თუ რატომ იყო პომპეოს ვიზიტის ერთ-ერთი ცენტრალური თემა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა.

ნაცვლიშვილის განმარტებით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების არარსებობაა სწორედ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც გაბედეს და გააყალბეს არჩევნები. 

 

" წარმოუდგენელია ერთბაშად პირდაპირ არჩევნები მოიპარო! ჩვენ კი ყოველდღე გვპარავენ: სიმართლეს (უსამართლო სასამართლო პროცესებზე, წლობით გაჭიანურებული სასამართლო პროცესებით, უსამართლო ადმინისტრაციული განხილვებით და ა.შ.) 


ბიუჯეტის ფულს (ტენდერებით, პრემიებით და ა.შ.) მომავლის პერსპექტივას (!) და ახლა ამ ნაქურდალის შესანარჩუნებლად - არჩევნების მოპარვაც გახდა „საჭირო",- განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

ნაცვლიშვილმა ისიც განმარტა, თუ რას შეცვლიდა დამოუკიდებელი მართლმსაჯულება საარჩევნო კონტექსტში. 

 

"საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს, უბნების ირგვლივ მობილიზებულ ძველ-ბიჭობასძველ-ბიჭობასთან შეზრდილ ადგილობრივ თვითმმართველობებს და პარტიულ შტაბებს რომ ჰქონდეთ რეალური შიში იმისა, რომ მათი დანაშაულებრივი საქმიანობა: მოსყიდვა, დაშინება და ა.შ. გამოაშკარავდება (დამოუკიდებელი პროკურატურის მიერ) და დაისჯება (დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ) გაბედავდნენ ისინი ამ ყველაფერს?

 

ცესკოს და ყველ დონის საარჩევნო ადმინისტრაციამ რომ იცოდეს, რომ მათ მიერ მირეულ-მორეული „ბალანსი" ოქმებში საარჩევნო დავების საფუძველი გახდება, ხოლო ამ დავებს კანონის სრული სიმკაცრით განიხილავს და განსჯის დამოუკიდებელი სასამართლო, წავიდოდნენ ისინი გაყალბებაზე ციხეში წასვლის ფასად? 

 

მაგრამ ცალსახაა, რომ „ქართული ოცნების" ინტერესში არანაირად არ შედის მართლმსაჯულების გათავისუფლება, მერე რითი დაიცვას ნაქურდალი სიმართლე, ფული და ა.შ.

 

პომპეოს გზავნილი მგლის თავზე სახარების კითხვა იყო იუსტიციის საბჭოსთვის, რომელიც ფორმალურად კი დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, მაგრამ ყველას შეგახსენებთ, რომ იქ ქართული ოცნების მიერ არჩეული 5 წევრია და მათ გარეშე ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღება დანიშვნებზე. ჰოდა, გუშინ, პომპეოს გზავნილის "კვალდაკვალ", გუშინვე 36 ახალი მოსამართლე დანიშნეს! „ოცნების" მიერ დანიშნული ყველა წევრი ერთის გამოკლებით (ნაზი ჯანეზაშვილი)  კლანის ინტერესების მსახურია არჩევის დღიდან. 

 

ამიტომ, მოკლევადიანი გამოსავალი არის ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, სუფთა ხალხით და სწორი წესებით და მათ მიერ ახალი არჩევნების ჩატარება, ხოლო შემდეგ უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მშენებლობა უნდა იყოს - რომლის გარეშეც ნებისმიერი ხელისუფლება ისევ მიმტაცებლად გადაიქცევა და ჩვენ - იგივე წრეზე დავტრიალდებით,"-აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

წაკითხვა 504 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.