May 4, 2024

ოქტომბერი 21 2021 წაკითხვა 340 ჯერ

„პირდაპირი ავიარეისი მინსკიდან, უვიზო რეჟიმი, ენობრივი ბარიერის არარსებობა, ქვეყნაში ერთი წლით ცხოვრების შესაძლებლობა რეგისტრაციის გარეშე - ბევრი ბელარუსი, რომელიც ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლებისაგან დევნას განიცდის, საქართველოში მიემგზავრება“, - ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „ემიგრანტი ბელარუსები საქართველოში: „თავდაპირველად გეჩვენება, რომ დასასვენებლად მიდიხარ...“. მასში რამდენიმე ადამიანის ისტორიაა გადმოცემული.

ოქტომბერი 21 2021 წაკითხვა 694 ჯერ

ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, ვერც ერთ მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ოქტომბერი 21 2021 წაკითხვა 547 ჯერ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეკრებილ მხარდამჭერებს ციხიდან მიესალმა.

ოქტომბერი 20 2021 წაკითხვა 592 ჯერ

"ციხის ადმინისტრაცია არ უნდა აყვეს პოპულისტურ გნცხადებებს და პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული, იმის მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ადოკატების განხადებას ციხეში მოშიმშლე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჰოსპტალიზაციასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სად უნდა უმკურნალონ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს და რატომ თანხმდება იგი მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას.

 

"მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჰოსპიტალიზაციის საკითხი 3-4 დღეში დადგება. სააკაშვილის პოზიცია ჰოსპიტლიზაიასთან დაკავშირებით კი ცნობილია - იგი შიმშილობის დაწყების პირველივე დღიდანვე აცხადებს, რომ ჯანმრთელობის უკიდურესად გაურესების შემთხვევაშიც უარს ამბობს დახმარებაზე. თუმცა, სააკაშვილის კიდევ ერთი ადოკატი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მისი სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად თუ აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში ან საავადმყოში მოთავსება, ამ თვალსაზრისით წინაამდეგობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ იქნება. ამასთან, საძაგლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე და ციხის საავადმყოფოში მოათავსონ, რადგან მმართველ გუნდს ყოფილი პრეზიდენტის საჯაროდ გამოჩენის ეშინია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"შიმშილობა ციხეში არის ჩვეულებრივი ამბავი და სააკაშვილი პირველი არ არის, ვინც ციხეში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ გაუარესდა, მას აღარავინ შეეკითხება როგორ იმოქმედონ. „ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა საშუალება, რომ შიმშილით გამოწვეულ გართულებებს უმკურნალოს. არის შემთხვევები, რომ მძიმე ოპერაციაა საჭირო და შეიძლება პატიმარს ეს მძიმე ოპერაცია ვერ ჩაუტარდეს ციხის საავადმყოფოში, მაგრამ სააკაშვილს ოპერაცია არ სჭირდება, ის მხოლოდ შიმშილობს. ასე რომ, ციხის საავადმყოფოს აქვს სრული იურიდიული უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს. „დავუშვათ და კერძო კლინიკაში ვინმე შევიდა ვირუსიანი, ან ვერ მოხერხდა მისი სათანადოდ დაცვა - ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელი მის ჯანმრთველობაზე და უსაფრთხოებაზე არის ხელისუფლება. ამიტომ, ციხის ადმინისტრაცია არ უნდა აჰყვეს პოპულისტურ განცხადებებს და პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული, ისე უნდა მოიქცეს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ოქტომბერი 20 2021 წაკითხვა 450 ჯერ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტია „საქართვლოსთვის" ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ მეორე ტურში მმართველი გუნდის ამომრჩეველს დაუჭირონ მხარი. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ეს მოწოდება საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაა, რომელსაც ამავე დროს „წაგების შიშის სუნი ასდის", - წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პოლარიზაციის მცდელობა წაგების შიშის არომატით - გახარიას პარტიაში კობახიძეს აკრიტიკებენ.

ოქტომბერი 20 2021 წაკითხვა 288 ჯერ

სახელმწიფო დროშაზე ჯვრის გამომსახველს არ მეძლევა უფლება ციხეში, მკერდზე ჩემი პატარა ჯვარი ვატარო. რაც შეეხება დანარჩენს, არავის ვურჩევ ისტორიის გადაწერას, ვინაიდან ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და საზოგადოებას ამნეზია არ სჭირს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

გვერდი 255 სულ 512
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.