May 19, 2024

თებერვალი 08 2024 წაკითხვა 198 ჯერ

რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები 10 თებერვალს რიწის ტბაზე „ანტიტერორისტულ წვრთნებს“ გამართავენ. ინფორმაციას რუსული მედია აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელზე, რობერტ კიუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

თებერვალი 06 2024 წაკითხვა 196 ჯერ

სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ, პრეზიდენტს ფეხზეც კი არ წამოუდექით - თქვენ მტრულად დახვდით არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, არამედ მთელ ქვეყანას, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ანგარიში წარადგინა.

თებერვალი 06 2024 წაკითხვა 119 ჯერ

ელჩი რომ ჰყოლოდა უკრაინას საქართველოში, ასეთ განცხადებას ალბათ, არ გააკეთებდნენ, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე უკრაინის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას.

თებერვალი 06 2024 წაკითხვა 166 ჯერ

საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას, ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს, რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

თებერვალი 06 2024 წაკითხვა 103 ჯერ

„ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში, აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა, მიდის პატარა თამაშები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თებერვალი 06 2024 წაკითხვა 174 ჯერ

ოპოზიციას მივმართავ, თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია, – ​ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გვერდი 36 სულ 517
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.