May 19, 2024

თებერვალი 05 2024 წაკითხვა 175 ჯერ

არ მგონია, საქართველოში მოიძებნოს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო დაეშალა „ნაციონალური მოძრაობა“, გარდა ლევან ხაბეიშვილისა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ  განაცხადა.

თებერვალი 02 2024 წაკითხვა 170 ჯერ

სამწუხაროა, რომ მათ [„ქართულ ოცნებას“] პოლიტიკური გადაადგილებები უფრო აინტერესებთ, ვიდრე ხალხის პრობლემები - ეს გადაადგილება კიდევ ერთხელ გვეუბნება ერთ რამეს - მათი ინტერესი ქართველი ხალხის კეთილდღეობა არ არის,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

თებერვალი 02 2024 წაკითხვა 134 ჯერ

მგონი, არანაირი საფუძველი არავისთვის არ მიმიცია, უმრავლესობაში გადავდივართ თუ არა, ეჭვი ჰქონდეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში პრემიერისა და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების პროცესზე საუბრისას განაცხადა.

თებერვალი 01 2024 წაკითხვა 111 ჯერ

პარტია „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში პრემიერ-მინისტრის პოსტი ფორმალური თანამდებობაა, რეალური თანამდებობა კი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე.

თებერვალი 01 2024 წაკითხვა 124 ჯერ

2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" აგვისტოს ომი არ მოხდებოდა - ბიძინა ივანიშვილი და  "ქართული ოცნება" რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ქვეყანას პირველად აქვს უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი.

 

„რა თქმა უნდა, მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილაის . რთული წარმოსადგენი არ არის, რომ 2011 წელს მის მიერ ინიცირებული ისტორიული სახალხო გამარჯვების გარეშე არათუ ეს პროგრესი იქნებოდა შეუძლებელი, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა, შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული. მინდა გავიმეორო, 2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი  და "ქართული ოცნება" აგვისტოს ომი არ მოხდებოდა. ამიტომ, დღესაც მინდა გავიმეორო, რომ ბიძინა ივანისვილი და "ქართული ოცნება" რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად.

 

მინდა მადლიერება გამოვხატო პარტიის დამფუძნებლისადმი, იმის გამო, რომ მომცა შესაძლებლობა ამ პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი. ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება, რომ მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ქვეყნის წინსვლაში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თებერვალი 01 2024 წაკითხვა 146 ჯერ

„ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.

 

„ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილს კანდიდატურა. ვულოცავ ბატონ ირაკლის და მადლობას გადავუხდი 3-წლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უდიდესი წარმატებები მოუტანა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე.

 

ქართლი ოცნების ყრილობა სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ მიმდინარეობს. პარტიულ ყრილობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

 

ყრილობა, საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

გვერდი 37 სულ 517
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.