May 11, 2024

ივნისი 14 2019 წაკითხვა 736 ჯერ

"ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" წევ­რი, მომ­ღე­რა­ლი ზურა ხა­ჩი­ძე გუ­შინ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ბე­სიკ ამი­რა­ნაშ­ვი­ლის მე­სა­მე მო­ად­გი­ლის პოსტზე და­ი­ნიშ­ნა. როგორც ცნობილია, ხაჩიძე ტუ­რიზ­მის, კულ­ტუ­რის და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით იმუშავებს.

ივნისი 14 2019 წაკითხვა 852 ჯერ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთს არ მოსწონს აშშ -ს სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ.

ივნისი 14 2019 წაკითხვა 2515 ჯერ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შეცვალოს, ასევე პოსტი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დატოვოს.

 


მისი თქმით, ამ თემაზე არანაირი საუბარი არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა.

 


"მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ კონკრეტული პირების საქმიანობას ვაფასებთ, როცა მოდიან პარლამენტში, დანარჩენი შეფასება არის პრემიერის პრეროგატივა. უმრავლესობის სხდომის ფორმატში ამაზე საუბარი არ ყოფილა",- განაცხადა ოხანაშვილმა.


გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი, რის ფარგლებშიც პოსტებს დატოვებენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. არსებული ცნობით, პრემიერის პოსტზე ბახტაძეს სწორედ მაია ცქიტიშვილი ჩაანაცვლებს.

ივნისი 13 2019 წაკითხვა 652 ჯერ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტ ივან გოლუნოვის საქმეზე პოლიციის ორი გენერალი გადააყენა. მათი გადაყენება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ითხოვა.

ივნისი 13 2019 წაკითხვა 822 ჯერ

საარჩევნო თემა პოლიტიკურად ძალიან მგრძობიარეა, ბევრია სუბიექტური ინტერესი, მაგრამ შესაძლებელია ისეთი საარჩევნო რეგულაციების ჩამოყალიბება, რაზეც პოლიტიკური სპექტრი შეჯერდება,

ივნისი 12 2019 წაკითხვა 847 ჯერ

თუ სააკაშვილი ოდესმე ხელისუფლებაში დაბრუნდა, პირველს კოცონზე ვის დაწვავს? ივანიშვილს და მერე მე, რადგან ნომერ მეორე მტერი ვარ მისთვის, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

გვერდი 497 სულ 513
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.