May 11, 2024

მაისი 29 2019 წაკითხვა 633 ჯერ

უკ­რა­ი­ნის ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა შე­ას­რუ­ლა და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, ოდე­სის ოლ­ქის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და­უბ­რუ­ნა.

მაისი 28 2019 წაკითხვა 754 ჯერ

“კრემლი, მიუხედავად აშშ-ს სანქციებისა, მაინც შეძლებს ევროპაზე “ენერგეტიკული შანტაჟის” ბერკეტის მიღებას - გაზსადენი “„ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის პროექტის ნახევარზე მეტი უკვე შესრულებულია.

მაისი 28 2019 წაკითხვა 632 ჯერ

“ყველამ, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში მეტ-ნაკლებად ჩახედულმა, იცის, რომ მოთხოვნა არის ოპოზიციურ ძალაზე, - მესამე ცენტრის, თუ მესამე ძალის მოთხოვნის არსებობა ყველა არჩევნებმა დაადასტურა, მათ შორის შუალედურმა არჩევნებმაც”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ეკა ბესელიას მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას.

მაისი 28 2019 წაკითხვა 645 ჯერ

მიხეილ სააკაშვილი კვლავ უკრაინის მოქალაქეა.

მაისი 28 2019 წაკითხვა 679 ჯერ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის შეფასებით, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოება ძალიან დაბნეულია და ხელისუფლების მკაფიო პოზიციას ელოდება.

მაისი 28 2019 წაკითხვა 1130 ჯერ

დავით გარეჯი არის პრობლემა, რომელიც სტკივა თითოეულ ადამიანს საქართველოში, ყველა უნდა ვიყოთ მზად, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვიმუშაოთ და წვლილი შევიტანოთ კონსტრუქციულად და ნორმალურად და არა მჯიღის ცემით, ისე როგორც გააკეთა ეს სალომე ზურაბიშვილმა და რითიც რეალურად დააზიანა და შექმნა დღევანდელი პრობლემა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, დავით გარეჯი არის საქართველოს ისტორიის, კულტურის და სულიერების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ თითოეული გაუაზრებელი განცხადება, "ურა“, მჯიღის ცემა", რომელიც დავით გარეჯის პრობლემის გადაწყვეტას და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ მეგობრულ ურთიერთობებს აზიანებს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სახლმწიფო ინტერესებს.

 

"ეს პირველ რიგში ეხება ზურაბიშვილს, რომელიც , რასაც მიეკარა ყველაფერი გააფუჭა და დააზიანა. გამოსავალი არის ერთი: საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებული პარტნიორული, მეგობრული, ძმური ურთიერთობების გათვალისწინებით დავიწყოთ საქმიანი, კონსტრუქციული მოლაპარაკება და ამ გზით გადავჭრათ ის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ნაღმად არის ჩადებული საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობას შორის",-აცხადებს დავით ბაქრაძე.

 

იგი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულებაზე მზაობას გამოთქვამს. დავით ბაქრაძის თქმით, ის ვერ ხედავს პრობლემას, რომ საკითხის მოგვარებაში სურვილის და მზადყოფნის შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანის რესურსი იქნას გამოყენებული. ბაქრაძის განმარტებით, დავით გარეჯის პრობლემა საქართველოში თითოეულ მოქალაქეს სტკივა.

 

"დავით გარეჯი არ არის ოფიციალური თემა. დავით გარეჯი არის საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, კულტურუსთვის, ისტორიისთვის, სულიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ნებისმიერი ადამიანის ჩართულობა , რომელსაც გააჩნია რესურსი , რომ დადებითი როლი შეასრულოს ამ პროცესში, იქნება პოზიტიური, არამხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის , არამედ დღეს მოქმედი დეპუტატების, კულტურის მოღვაწეების მხრიდანაც. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, იმაზე, რომ აზერბაიჯანის მხარესთან ჩვენი ტრადიციული, კეთილმეზობლური ურთერთობები გამოვიყენოთ და მოვაგვარით და მოვაწესრიგოთ ეს პრობლემა",-აცხადებს დავით ბაქრაძე.

გვერდი 501 სულ 513
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.