მაისი 03 2019 წაკითხვა 636 ჯერ

დელიმიტაციის საკითხებზე საუბრის დაწყებამდე, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომლიც მანამდე არსებობდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავით-გარეჯში არსებული ვითარებასა და აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში დელიმიტაციის კომისიას არ უმუშავია. ამასთან, მამუკა ბახტაძის თქმით, კომისიის განახლებული შემადგენლობის დამტკიცება მთავრობის უახლოეს სხდომაზე მოხდება.

„პირველივე დღიდან იყო ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია უწყებებს შორის. მე მქონდა დავალებული ყველა მინისტრისთვის აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ბუნებრივია, რომ ჰქონდათ ძალიან აქტიური საუბრები საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოგეხსენებათ, რომ არის მიღწეული შეთანხმება. რაც შეეხება თვითონ კომისიას, მას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეალურად არ უმუშავია, აქედან გამომდინარე ჩვენ განვაახლებთ კომისიას, მას დავამტკიცებთ ხელახლა და ეს მოხდება სავარაუდოდ, უახლოესი მთავრობის სხდომაზე მომდევნო კვირას. შემდეგ უკვე ორი ქვეყნის კომისია გააგრძელებს დელიმიტაციის საკითხებზე საუბარს. ამ პერიოდის განმავლობაში კი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომლიც მანამდე არსებობდა. დარწმუნებული ვარ ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები ამ საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენს მეგობრობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

www.interpressnews.ge

მაისი 03 2019 წაკითხვა 603 ჯერ

ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება.

მაისი 02 2019 წაკითხვა 664 ჯერ

“ქართული ოცნება” კიდევ ერთმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ დატოვა.

მაისი 02 2019 წაკითხვა 603 ჯერ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი წარადგინა.

მაისი 01 2019 წაკითხვა 1706 ჯერ

“დავითგარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა, რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ, მხოლოდ დროებით გაიხსნა.

მაისი 01 2019 წაკითხვა 846 ჯერ

ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება ვფიქრობ, არ იყო საჭირო. არ ვიცი, ეს საიდან გაჩნდა - არ მგონია, რომ ეს კარგია, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი კითხვას, აზიანებს თუ არა, საქართველო-ამერიკის ურთიერთობას, პრეზიდენტის მიერ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. თამარ ჩუგოშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, რატომ დაიწყო ამ თემის განხილვა.

 

"ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება ვფიქრობ, არ იყო საჭირო. არ ვიცი, ეს საიდან გაჩნდა. რეალურად, არ დგას დღის წესრიგში სამხედრო ბაზების შემოყვანის საკითხი. არ მგონია, რომ ეს კარგია. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის კუთხით, ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია სახელმწიფოს პოზიცია," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია.

 

როგორც ზურაბიშვილი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული.

 

„არ მგონია ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

გვერდი 507 სულ 512
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.