მაისი 09 2019 წაკითხვა 1003 ჯერ

“მართალია, უკვე კეთდება განცხადებები, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ხელი შეიმჩნევა, მაგრამ მე მაინც ჯერჯერობით ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ აქ ქალბატონის და მესაკუთრის პირადი ინიციატივა არ არის. მგონია, რომ მსვლელობის დროს თანდათან ყველაფერი გამოჩნდება.

მაისი 09 2019 წაკითხვა 684 ჯერ

ის, რომ ასეთი მოსაზრებები და პოზიციები არსებობს, ბუნებრივია მათ ვერავინ ჩაახშობს და აკრძალავს, რადგან ესეც აზრის თავისუფლებაა, მაგრამ ამას უნდა დავუპირისპიროთ სწორი და პრინციპული პოზიცია - ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა რუსეთია, როგორც ოკუპანტი ქვეყანა,

მაისი 08 2019 წაკითხვა 599 ჯერ

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ წამოწყებულ ახალ დავაზე თქვა, რომ ევროსასამართლოს შეჩერების მექანიზმის ფონზე, ტელეკომპანიის მენეჯმენტში ვერანაირი ცვლილება ვერ დარეგისტრირდება.

"რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს რუსთავი 2-ის, როგორც კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე ქალბატონი ნიჟარაძე სხვა მესაკუთრეებით, ან არ მოსწონდეს, ან სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები ჰქონდეს მისივე კუთვნილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მთავარი არის ის, რომ ყველას კარგად გვახსოვდეს, ყველას კარგად გვესმოდეს: ორი წელია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება, ანუ დროებითი ღონისძიებაა მიღებული. ეს გადაწყვეტილება არის დღესაც ძალაში და ვერავითარი ტრანზაქცია, იქნება ეს საჯარო რეესტრი, იუსტიციის სამინისტროს რომელიმე სხვა სსიპი, ან რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, მანამ სანამ შეჩერების ეს გადაწყვეტილება არის ძალაში და მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას", — აცხადებს თეა წულუკიანი.

ნიკა გვარამიამ 6 მაისს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ ტელეკომპანიის წილის ცხრა პროცენტის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე სხვა მეწილეებისგან 26 მილიონს ითხოვს. ის ამბობს, რომ სარჩელით ნიჟარაძემ სასამართლოს მიმართა. გვარამია ამ ყველაფერს ტელევიზიაზე შეტევის ახალ ფაზად აფასებს.

გარდა ამისა, სარჩელის მიხედვით, ნინო ნიჟარაძე შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მართვის ორგანოს — პარტნიორთა კრების 2015 წლის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვს. სარჩელში ვკითხულობთ, რომ "ამ ოქმის გასაჩივრებით უნდა დადგინდეს პარტნიორების: გიორგი ყარამანიშვილის, ლევან ყარამანიშვილის და შპს საქართველოს მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება, რასაც შედეგად მოჰყვა მოპასუხე პარტნიორთა არამართლზომიერი უარი ნინო ნიჟარაძის მხრიდან წილის გასხვისებაზე". იურისტი გიორგი მშვენიერაძე კი აცხადებს, რომ პარტნიორთა კრების ოქმს გასაჩივრების ვადა გასული აქვს.

on.ge

მაისი 08 2019 წაკითხვა 716 ჯერ

“დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე და ელოდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი შუალედური არჩევნების შედეგბს?

მაისი 08 2019 წაკითხვა 850 ჯერ

ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას რატომ აძლევენ?! ჩვენ რომ დაგვზაფრონ, თუ რა არის მოტივაცია?! -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა სუს-ის ბრიფინგის კომენტირებისას განუცხადა.

მაისი 07 2019 წაკითხვა 628 ჯერ

"რატომ გაუშვეს გიორგი ქობულია მინისტრობიდან და რა მოხდა კულუარებში - მას შემდეგ, რაც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მის გადაწყვეტილებებს უბლოკავდნენ, ივანიშვილთან ჰქონდა დაპირისპირება, რადგან რაღაც ობიექტი არ გაასხვისა და რომ ამის გამო აიძულებდნენ საკუთარი ნებით გადამდგარიყო მინისტრობიდან, ოპოზიცია ითხოვს, რომ ექსმინისტრი პარლამენტში მიიწვიონ და მოუსმინონ.

გვერდი 505 სულ 512
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.