May 4, 2024

სექტემბერი 11 2023 წაკითხვა 476 ჯერ

მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

სექტემბერი 11 2023 წაკითხვა 653 ჯერ

პრემიერ-მინისტრმა დანაშაული ჩაიდინა - აშკარაა კორუფციული ფაქტი, რადგან მან სახელმწიფოს რესურსი პირადი მიზნებისათვის გამოიყენა, თან ცინიკურად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

სექტემბერი 11 2023 წაკითხვა 389 ჯერ

გურიაში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან ჩატარებულია ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების, აღდგენილია როგორც ფეხით ისე ტრანსპორტით გადაადგილება, სასმელი წყალი მოსახლეობას უკვე მიეწოდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სექტემბერი 11 2023 წაკითხვა 689 ჯერ

„არაფერი მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც სტიქიური უბედურებით ცდილობს, ხელი მოითბოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ ბრალდებებს უპასუხა, თითქოს მას შოვთან გარკვეული ბიზნესინტერესები აკავშირებს.

სექტემბერი 11 2023 წაკითხვა 357 ჯერ

მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული პრემიერის მგზავრობის, არც ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. ყველაფერი სპეკულაციაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმპიჩმენტზე საუბარი სპეკულაცია და სისულელეა.

„პირველ რიგში, მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი. არც ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. ცდილობენ, გადაეფარონ საკუთარ, ასე ვთქვათ, თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს. მათ ჰყავთ საერთო პატრონი, ეს არის უსუსური მცდელობა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა გადაფარონ. რეალურად, მეტი მიზეზი ამ ყველაფერს არ აქვს. ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა.

ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იყო გადახდილი. მერწმუნეთ, ყველა ინფორმაცია იქნება საჯარო. არაფრის დამალვის საჭიროება და ინტერესი არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის ღია. ყველაფერი ასახული იქნება დეკლარაციაში როგორც შემოსავლებთან, ასევე ხარჯებთან დაკავშირებით. ბიუჯეტიდან ფული თუ არ არის დახარჯული, რა გამოძიებაზეა საუბარი? შეგახსენებთ, სწორედ „ნაციონალები“, ხაზარაძე და სხვები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას „აპრავებდნენ“ საკუთარი ინტერესებისთვის. რა შუაშია იმპიჩმენტი, წაიკითხონ კონსტიტუცია. ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ არის დახარჯული და ისინი სააკაშვილის მიერ სწორედ ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვას „აპრავებდნენ“ საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილს არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან. ხვდებით, რამხელა სპეკლუაციასთან გვაქვს საქმე, სამარცხვინოა ეს ყველაფერი. საზოგადოება დეკლარაციას როდესაც გაეცნობა, თითოეული თეთრი, შემოსავალი და გასავალი იქნება ასახული დეკლარაციაში. რა შუაშია იმპიჩმენტი, როდესაც ბიუჯეტის ფული არ იხარჯება. ეს უბრალოდ სამარცხვინო სპეკულაციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვს. ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

სექტემბერი 11 2023 წაკითხვა 469 ჯერ

პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლებოდა, დღეს  ოფიციალურად შედის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი კონსტიტუციური წარდგინება და სასამართლო ამ თემასთან დაკავშირებით ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

გვერდი 70 სულ 512
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.