May 4, 2024

სექტემბერი 14 2023 წაკითხვა 391 ჯერ

ცდილობენ გადაფარონ ის, რომ საელჩომ ამხილა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტყუილში, გახსოვთ, როგორ აზიანებდა თავის დროზე კელი დენანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა, ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სექტემბერი 14 2023 წაკითხვა 372 ჯერ

დღეს, 14 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე მიიღეს ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. ის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდებას უნდა მოემსახუროს და შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე.

სექტემბერი 14 2023 წაკითხვა 159 ჯერ

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელ ფრენებზე ინფორმაციის გავრცელების მიზანია, გადაიფაროს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი შვილის სამთავრობო თვითმფრინავით ევროპაში გადაფრენის ამბავი. მისი თქმით, ფრენები სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე სრულდებოდა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით.

სექტემბერი 14 2023 წაკითხვა 555 ჯერ

ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება" ცდილობდეს ობიექტური გამოძიება აწარმოოს, გამოაქვეყნოს ყველა ფინანსური დოკუმენტი, ისინი ცდილობენ ისევ წინა ხელისუფლებაზე გააკეთონ აქცენტი, მაგრამ აქაც არაფერი გამოუვათ, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლება ანგარიშვალდებული იყო ხალხის წინაშე, „შავი ფულით“ და „პენსიონერი მამის“ ფულით არ აფინანსებდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა გააცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

სექტემბერი 14 2023 წაკითხვა 361 ჯერ

ძალიან სასაცილოა, რომ პრემიერის ამ ძალიან მძიმე კორუფციული ნაბიჯის დროს, ხელისუფლება კვლავ წინა ხელისუფლებაზე იწყებს საუბარს - აღარ არის წინა ხელისუფლებაზე საუბარი საინტერესო, მაშინ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული კორუფციონერი და სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაგდებული, ზუსტად "კლანთან" დაკავშირებით სხვადასხვა შავ საქმეებში ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.

სექტემბერი 14 2023 წაკითხვა 391 ჯერ

სააკაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოითხოვოს „ქართულმა ოცნებამ", აბსურდში არიან! - სააკაშვილის ფრენები და მუშაობა რომ არა, დღეს ჩვენ ვიქნებოდით საბჭოთა წუმპეში, სადაც ახლა "ოცნებას" სურს დაგვაბრუნოს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გვერდი 68 სულ 512
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.