May 3, 2024

სექტემბერი 04 2023 წაკითხვა 383 ჯერ

ეს იყო კონსტიტუციის განზრახ დარღვევა, ვინაიდან პრეზიდენტმა თანხმობისთვის მთავრობას მიმართა, უარი მიიღო და მიუხედავად უარისა, მაინც გაემგზავრა, რაც კონსტიტუციის განზრახ დარღვევა გახლავთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

სექტემბერი 04 2023 წაკითხვა 337 ჯერ

ჩვენ წინ გველოდება მძიმე თვეები შემდეგ არჩევნებამდე, რადგან ცხადია, რუსეთი და მათი მოკავშირეები ჩვენს ქვეყანაში პოზიციების მარტივად დათმობას არ აპირებენ, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჩოხატაურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

სექტემბერი 04 2023 წაკითხვა 337 ჯერ

ვფიქრობ, იმპიჩმენტის პროცედურა არის შეცდომა. ჩემი აზრით, ეს არის მთავრობის მხრიდან მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ის არ შეესაბამება საქართველოს პოლიტიკას სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმების გატარების შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომელიც თბილისში საერთაშორისო კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება" - ესწრება.

სექტემბერი 02 2023 წაკითხვა 452 ჯერ

მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, აგვიხსნან გერმანიის პრეზიდენტთან ან ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრით როგორ არღვევს საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას და როგორ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს - თუ ვინმეს ლუსტრაცია მოხდა და მოხდება ამ იმპიჩმენტის წამოწყების პროცესით, ეს „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება შეაფასა.

სექტემბერი 02 2023 წაკითხვა 471 ჯერ

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

სექტემბერი 01 2023 წაკითხვა 493 ჯერ

პრეზიდენტის იმპიჩმენტი არათუ შეუშლის ხელს, არამედ პირიქით, აჩვენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულობას. რომ ვუფრთხილდებით კონსტიტუციას, ეს არის სწორედ ევროპულობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

გვერდი 74 სულ 512
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.