ივლისი 09 2023 წაკითხვა 192 ჯერ

მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც ის იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მოქალაქე. ახლა ის არც პრეზიდენტია და არც მოქალაქე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ივლისი 07 2023 წაკითხვა 224 ჯერ

სწორად აქვს ანალიზი გაკეთებული სუს- ის ანალიტიკოსს, რომ ომის რიტორიკას ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყენებენ რუსეთის ანექსიის პოლიტიკის გამართლებისთვის - ამ დეზინფორმაციის გამავრცელებლები არიან რუსეთის წარმომადგენლები, მათ შორის "ქართული ოცნება",- ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ივლისი 07 2023 წაკითხვა 313 ჯერ

მომეწონა უკრაინის დემარშზე საქართველოს საგარეო უწყების განცხადება, რომელიც იყო მოზომილი და ადეკვატური, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ივლისი 07 2023 წაკითხვა 554 ჯერ

ვინმეს თუ უნდა, რომ საქართველო ევროკავშირს არ დაუახლოვდეს, როგორც ჩანს, ეს არის „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ივლისი 07 2023 წაკითხვა 290 ჯერ

საქართველომ ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან განსაზღვრა ევროინტეგრაციის გზა, ჩვენ ამ გზას მივყვებით ფრთხილად, დიდი მონდომებით და ნებისყოფით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივლისი 06 2023 წაკითხვა 404 ჯერ

ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს არა მხოლოდ პირდაპირ აზიანებს, არამედ პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რა მიზნითაც შემოაპარეს სააკაშვილი საქართველოში, იმ მიზნით უნდათ, ციხიდან გაუშვან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გვერდი 87 სულ 512
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.