ბათუმის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

ექთანი ასმათ ვარშალომიძე ამბობს, რომ პაციენტი მეტადონის პროგრამით სარგებლობს და იგი დამატებით ითხოვდა ძლიერმოქმედ მედიკამენტებს.

 

ამჟამად დაზარალებული ექთანი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.

 

„ექთანი მას აძლევდა მეტადონს, ღამით არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ მაინც ვაძლევდით გლიცინს და ვალერიანს, თუმც ის არ კმაყოფილდებოდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა. არ მეგონა, რომ თავს დამესხმებოდა. ერთ-ერთ პაციენტს გვერდით ოთახში წნევას ვუზომავდი, მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე მომაბჯინა ბრიტვა, დასერილი მაქვს ხელები. პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა, თორემ არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. ამჟამად პოლიციაში ვარ დაკითხვაზე“, –  განუცხადა საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბარში ასმათ ვარშალომიძემ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

უწყების ცნობით, პაციენტი პოლიციამ კოვიდსასტუმროდან ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

წაკითხვა 443 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.