April 29, 2024

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

„ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ნაწილში;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - საუბარია 2019 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდზე;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2019 წლის 1 აპრილის ეპიზოდი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდი;

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინება, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო. გირაოს შემტანს ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს შეტანილი თანხა.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი", - განაცხადა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.

 

მოსამართლის განმარტებით, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. მრავალთვიანი განხილვებისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენი დღეს, 21 ოქტომბერს, გამოაცხადა. ასევე, გაუქმდა ჩოგბურთელის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო (100 000 ლარი), რომელიც მან პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ გადაიხადა.

 

ბასილაშვილის ცოლი ნელი დოროყაშვილი მოსამართლეს არწმუნებდა, რომ მეუღლე მასზე მუდმივად ძალადობდა. მის ინტერესს საქართველოს პროკურატურა წარმოაჩენდა.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებოდა და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა.

 

წაკითხვა 228 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.