May 12, 2024

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი, რომელიც სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული, გორის იზოლატორშია მოთავსებული

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა დავით კობაიძეს, რომელიც სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული, ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, თუ რა პოზიცია აქვს თავად სასულიერო პირს. ის დავით კობაიძეს გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს მოინახულებს.

 

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, დაკავებულმა დავით კობაიძემ გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდართან დაკავშრიებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

წაკითხვა 522 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 28 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.