May 13, 2024

"რატომ არ უნდა არსებობდეს გამოცდები საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებისთვის?" - მამუკა ტუსკაძე

დაახლოებით, 2000-მდე იურისტი გვემატება ყოველწლიურად. ძალიან ბევრი მათგანი რჩება უმუშევარი პროფესიული მიმართულებით. შეიძლება, გამოცდებიც ჩააბაროს, მაგრამ ადვოკატურაში ვერ ივარგოს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა მამუკა ტუსკაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველაფერს გარკვეული „მარიფათი“  სჭირდება.

 

"თუ ამ ადამიანებს გადაამზადებ, კარგ სპეციალისტს გამოზრდი იმ მიმართულებით, რისი უნარებიც აქვს. მეორე ეტაპი გამოცდების ჩაბარება უნდა იყოს. თუ არსებობს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები, არსებობს პროკურატურის, არსებობს თეორიული გამოცდა საპატრულო პოლიციაში მუშაობის დაწყებისთვის, რატომ არ უნდა იარსებობს გამოცდებმა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებისთვის? კი, არის 15-დღიანი კურსი და ამოწმებენ, რამდენად კარგად ისვრი იარაღს.  შემდეგ შეამოწმებს უსაფრთხოების სამსახური და თუ აღმოაჩენს, რომ სანდო პირია, შერაცხადია, ჭკვიანია, აყვანილია სამსახურში. არავინ ამოწმებს, რამდენად კარგად იცის, თუნდაც საპროცესო, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი. აღარ ვსაუბრობ იმ ფაქტზე, რომ თავად ეს კოდექსებიც შესაცვლელია. არის დღეს სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულებები, რომელიც უნდა იყოს მოაზრებული, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და პირიქით, დღეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად ისჯება ადამიანი, რომელიც ცალსახაა, რომ უნდა იყოს დასჯილი სისხლის სამართლის შესაბამისად..."- აცხადებს მამუკა ტუსკაძე.

წაკითხვა 456 ჯერ

სიახლეები

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.