May 13, 2024

"სანამ ჯერ კიდევ დაკარგული იყო, ვსერჩავდი ხოლმე რაღაცებს" - ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში პროგრამისტი დაიბარეს

სოციალურ ქსელში პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი წერს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს.

მისივე განმარტებით, მიზეზი ის არის, რომ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ ინტერნეტით ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა. 

 

ლუბრარეცი ამავე პოსტის კომენტარებში განმარტავს, რომ ინფორმაციას საჯარო რეესტრის სააგენტოს ვებგვერდზეც ეძებდა, საიდანაც მისი IP მისამართი დაადგინეს და გამოკითხვაზე დაიბარეს. 

 

"ბაჩალიაშვილის საქმეზე დამიბარეს პროკურატურაში.

 

სანამ ჯერ კიდევ დაკარგული იყო, ვსერჩავდი ხოლმე რაღაცებს. იქნებ რამე ახალი მეპოვა და მალე აღმოეჩინათ თამარიც.

 

ჰოდა დასერჩილი გქონია რაღაცები და ამიტომ ტელეფონი უნდა წაგართვათ, გავხსნათ, ჩატები, ზარები, მესიჯები, სურათები და შენი პირადი ინფორმაცია უნდა ამოვიღოთო.

 

დასერჩვა დანაშაული ყოფილა თურმე. ასეთ საგიჟეთში ვცხოვრობთ" - წერს ის. 

 

წაკითხვა 717 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.