May 11, 2024

დეკემბერი 20 2019 წაკითხვა 513 ჯერ

“რა მოხდა ბათუმში და რა გახდა 29 წლის პატრულის თანამშრომლის ოთარ თავართქილაძის დაჭრის მიზეზი, სრულიად გაურკვეველია. შემთხვევა 18 დეკემბერს საღამოს საათებში ჭავჭავაძის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ „პლაზასთან“ მოხდა. საპატრულო ეკიპაჟს, რომელიც ქუჩაზე მოძრაობდა, ახალგაზრდა მამაკაცმა ხელი დაუქნია და გაჩერება სთხოვა. პოლიცია ჩერდება და მოქალაქე მარჯვენა მხრიდან მანქანას უახლოვდება, მიახლოვებისთანავე კი ის პოლიციელს ყელის არეში ბასრ საგანს ურტყამს. პოლიციელი ინსტიქტურად თავის დაცვას ცდილობს და ხელს იშველიებს. მამაკაცი პატრულის თანამშრომელს ასევე ხელის არეშიც დაზიანებას აყანებს. ეს ყველაფერი კი ძალიან სწრაფად მოხდა. ამის შემდეგ დამნაშავე გაქცევას ცდილობს, თუმცა მას დაჭრილი პატრულის მეწყვილე მისდევს და რამდენიმე მეტრში აკავებს. თავართქილაძე მეწყვილესთან ყელზე ხელმიფარებული მიდის და ამოწმებს დააკვა თუ არა დამნაშავე. ამის შემდეგ კი უკან მანქანისკენ ბრუნდება, თუმცა ის გზაში იქცევა. თავართქილაძის დახმარება მოქალაქეებმა შეძლეს. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თუმცა მის მოსვლას აღარ დაელოდნენ, რადგანაც სისხლდენა სწრაფი იყო. დაჭრილი საავადმყოფოში მოქალაქის ავტომობილით გადაიყვანეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "არაფერი უთქვამს... პირდაპირ ყელსა და კისერში დაუსვა“ - სასიკვდილოდ გამეტებული პოლიციელი გამვლელებმა გადაარჩინეს

დეკემბერი 19 2019 წაკითხვა 539 ჯერ

„15 წლის მოზარდის საქმეზე კონკრეტული პირების გარდა, იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მაღალი რანგის პირების პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც არ გამორიცხავს. ტრაგიკულ შემთხვევაზე საუბრისას ამბობს, რომ სისტემა გასაწმენდია ყველა იმ სუბიექტისაგან, რომელიც საზოგადოებას საფრთხეს უქმნის და საჭიროა ამ სისტემის კარდინალური ცვლილება იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღიკვეთოს. მისივე თქმით, სუიციდი საქართველოში გახშირებულია და აუცილებელია ცალკე ამ საკითხის გამოკვლევა, კონკრეტულად რა არის ამის მიზეზი. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ქვეყანას რამდენიმე სერიოზული ინსტიტუციონალური პრობლემა აქვს, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, არ მოგვარდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „დღევანდელი ქართული რეალობა სასიკვდილო საფრთხის შემცველია“ - მუხაშავრია.

დეკემბერი 18 2019 წაკითხვა 741 ჯერ

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ დაკავებული გამომძიებლის ადვოკატმა თეონა გვაზავამ ჟურნალისტებს "კავკასიის მედიცინის ცენტრთან" განუცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფია გადაყვანილი.

დეკემბერი 17 2019 წაკითხვა 543 ჯერ

„მნიშვნელოვანია ვიდეომასალები, რომლებიც ინახება ამ განყოფილებაში, იყოს სრულყოფილი. სახელმწიფო ინსპექტორს აქვს ეს გამოთხოვილი. ამ ეტაპისთვის, წესით, გადაეცემოდა უკვე. ვნახავთ როგორი სიტუაციაა [ასახული] ამ კამერებში“, - ამბობს რევაზ აჭარაძე, საიას იურისტი და იმ 15 წლის მოზარდის ოჯახის ადვოკატი, რომელმაც გასულ კვირაში თვითმკვლელობა სცადა, რასაც წინ უძღოდა მისი გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში.

დეკემბერი 16 2019 წაკითხვა 543 ჯერ

დღემდე ვერ გავიგე, ვინ არის დაზარალებული ჩემ საქმეზე, - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

დეკემბერი 15 2019 წაკითხვა 503 ჯერ

"ტვ პირველის" გენერალური დირექტორის ინგა გრიგოლიას განცხადებით, ტელეკომპანიის ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო.

გვერდი 64 სულ 81
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.