აგვისტო 05 2022

2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი დარიალის ხეობაში, ჩრდილოეთ საზღვართან კეკლუცობდა და ხუნტრუცით აძლევდა რუსებს ვიზას, ამის მერე, ბედავენ და სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ თურმე სავიზო რეჟიმი უნდა გადაიხედოს. თავიანთ წარსულს გადახედონ, ფეხებში ნუ გვედებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებაზე.


აგვისტო 05 2022

ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, ნენსი პელოსს ტაივანში ჩასვლისა და „მანკიერი და პროვოკაციული ქმედებების“ საპასუხოდ სანქციებს უწესებს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.


აგვისტო 05 2022

ქსენოფობია, მითუმეტეს აგრესია, თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ მიუღებელია - თუ კობახიძეს კონკრეტული ფაქტები აქვს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სახალხო დამცველს მომართოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია მიმდინარეობს.


აგვისტო 05 2022

არ არის საჭირო საზოგადოებაში აღქმის გაღვივება და არა ფაქტის, რომ უკონტროლოდ ხორციელდება ქვეყანაში ვინმეს შემოსვლა და არ ხდება რეაგირება, თუ ამის საჭიროება არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.


აგვისტო 05 2022
 
სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორების სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
 

აგვისტო 05 2022

ჟურნალი "Biograph"-ში ცნობილი ბულგარელი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის მარტინა განჩევას სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „კავკასიის ლამაზმანი".


აგვისტო 04 2022

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები არ იმყოფებიან. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


აგვისტო 04 2022

უც„გერმანელებს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ იმ წინდაუხედავი პოლიტიკის შედეგების გამოსწორება, როცა წინა ორი კანცლერის - გერჰარდ შრედერისა და ანგელა მერკელის საქმიანობამ გერმანია რუსეთზე დამოკიდებული გახადა.


აგვისტო 04 2022

თუ ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება, ეს მას ოლიგარქის სტატუსს მოუხსნის - ყველასთვის გასაგები გახდება, რომ ხელისუფლებაზე გავლენის მქონე ჩდრილოვანი პერსონა აღარ არსებობს,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.


აგვისტო 04 2022

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს სოლომონ პავლიაშვილსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორს ირაკლი გულედანს შეხვდნენ.


გვერდი 356 სულ 1242
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.