ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველო აღარასოდეს დაუბრუნდება ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული რეფორმები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
სწორედ, დიდგორის ბრძოლა და დიდგორის გამარჯვება არის სახელმძღვანელო ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, მომავალ თაობას უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთიანობით, სამშობლოსათვის ყოველდღიური შრომით, ჩვენ შევძლებთ ყველაზე დიდ გამოწვევათა დაძლევას, ჩვენი ერის გაერთიანებას და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გორლოვკა-ზაიცევოს მიმართულებით რუსეთის ჯარებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერის, მარგარეტ ჰარისის განცხადებით, “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაზე პასუხისმგებლობა “მაიმუნებს არ ეკისრებათ”.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7016 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7086 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 ლარი შეადგინა.
საქართველო ომს არ იწყებს, არ ერთვება ომში, მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნება და საქართველო არ უერთდება სანქციებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
14-16 აგვისტოს ქუთაისი საერთაშორისო ფოტო-ფესტივალ "ილოს" უმასპინძლებს.
ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში - განსაკუთრებით საშიშია გაჩერებულ მანქანაში ბავშვის ყოფნა,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
გერმანიის კანცლერი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების შეჩერების წინააღმდეგია. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრის დროს დასმულ კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა.