რა შემთხვევაშია შესაძლებელი ვაქცინირებული პირს COVID-19-ით დაინფიცირება
ბრიტანეთის ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პროფესორი ენტონი ჰარდენის განცხადებით, ვაქცინა კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პრევენციას 100%-ით არ უზრუნველყოფს.
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.
BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ენტონი ჰარდენმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია ვირუსის გადაცემას დაახლოებით 50%-ით ამცირებს.
"ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტიდან და Oxford/AstraZeneca-ს კვლევებიდან გვაქვს მტკიცებულებები, რომ ვაქცინა ხელს უშლის ვირუსის გადაცემას, მაგრამ სრულად არ აღკვეთს მას. მაჩვენებლები ჯერ კიდევ გამოთვლის პროცესში და ის დაახლოებით 50%-ს შეადგენს", - განაცხადა ჰარდენმა.
ენტონი ჰარდენმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის მთავარი ამოცანაა ვაქცინირებული პირის დაავადებისგან დაცვა. ვაქცინაციის შემდეგ დაავადება ადამიანის ორგანიზმში მძიმე ფორმით აღარ ვითარდება. ხოლო, რაც შეეხება ტრანსმისიას, ვირუსის გავრცელებისაგან თავდაცვის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ვაქცინირებულმა პირმა კვლავ დაიცვას დისტანცირების წესები და ატაროს პირბადე.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
